GE

დაიწყო I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია – ვადები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2024 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2024 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

ვის შეუძლია ექსტერნატის გამოცდებზე გასვლა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

პროცედურა

ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

  • I თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
  • II თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური