GE

დირექტორმა სკოლის ნაგვის ურნაში დათვი „იპოვა“ (ვიდეო)

დასავლეთ ვირჯინიაში არსებული ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, ორშაბათს დილით, სკოლის ეზოში არსებულ ნაგვის ურნაში დათვი იპოვა.

სკოლის Facebook გვერდზე 1-ელ მაისს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს „ზელას დაწყებითი სკოლის“ დირექტორი, ჯეიმს მარში, რომელიც ნაგვის ყუთს თავს ხსნის, ხოლო ურნიდან საკმაოდ მოზრდილი დათვი ამოდის, რის შემდეგაც სკოლის დირექტორი და გზააბნეული ცხოველი საპირისპირო მიმართულებით გარბიან.

ვიდეო: დათვი და სკოლის დირექტორი

ჯეიმს მარშის თქმით, დათვი ნაგვის ურნაში მაშინ ჩაძვრა, როდესაც ის ღია იყო, სწორედ ამ მომენტში ყუთის თავსახური თავისით დაიხურა და ცხოველი გათავისუფლებას ვერ ახერხებდა.

მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური