რა მოთხოვნებით ჩაირიცხებიან საქართველოს სტუდენტები ჩინეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში – შეთანხმების დეტალები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის მაისის თვეში გაფორმებული უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების შემდეგ, უკვე ცნობილია როგორი იქნება უმაღლესი განათლების ხარისხისა და სერტიფიკატების სტრუქტურა საქართველოსა და ჩინეთში.
შესაბამისი დანართით, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროები გაიწერა: ჩარიცხვის მოთხოვნები საქართველოს სტუდენტებისთვის ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში, ასევე დადგინდა მიღების მოთხოვნები ჩინელი სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
მიღების მოთხოვნები ჩინელი სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინარჩუნებენ უფლებას, დაადგინონ კვალიფიკაცია, ქულები და გამოცდის შედეგები, რომლებიც საჭიროა სწავლის ყველა საფეხურზე, საკუთარი წესდების შესაბამისად.
2. საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
3. სპეციალიზებული საგანმანათლებლო კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატის (ჟუანკე) მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
4. ბაკალავრის დიპლომის მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისაღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5. მაგისტრის ხარისხის მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში დოქტორანტურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისაღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ჩარიცხვის მოთხოვნები საქართველოს სტუდენტებისთვის ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში:
1. ჩინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვლევითი ინსტიტუტები ინარჩუნებენ უფლებას დაადგინონ კვალიფიკაცია, ქულები და გამოცდის შედეგები, რომლებიც საჭიროა ყველა სასწავლო კურსზე, საკუთარი რეგულაციების შესაბამისად.
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან საქართველოში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში სპეციალიზებულ საგანმანათლებლო კურსზე, დასრულების სერტიფიკატის (ჟუანკე) მიმნიჭებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებული იქნება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან საქართველოში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს რეგულარული კურსის დამამთავრებელ სერტიფიკატს ან/და ბაკალავრის ხარისხს, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
4. ბაკალავრის დიპლომის მფლობელი ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს დასრულების სერტიფიკატს (მაგისტრატურის საფეხურის) ან/და მაგისტრის ხარისხს, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კვლევითი ინსტიტუტის სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5. საქართველოში მაგისტრის ხარისხის მფლობელი ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლესი განათლების პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს დამამთავრებელ სერტიფიკატს (დოქტორანტურის საფეხურის) ან/და დოქტორის ხარისხს, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებული იქნება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კვლევითი ინსტიტუტის სპეციფიკური მოთხოვნები.
სწავლისთვის აუცილებელი გრედიტებისა და სხვა დათქმების შესახებ დეტალები ნახეთ სამინისტროების შეთანხმებაში
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება