GE

დისტანციური სწავლება ქუთაისში ამ ეტაპზე 1250-მა მოსწავლემ აირჩია

15 თებერვალს ქუთაისში, ისევე როგორც თბილისსა და რუსთავში, სწავლა საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს. თუმცა, ქუთაისში სწავლის საკლასო ოთახებში განახლების მიუხედავად, 1 250 მოსწავლე ისევ ონლაინ რეჟიმში დარჩება.

როგორს ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ქუთაისში არსებულ ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით გაიხსნება, თუმცა დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების სურვილი ამ ეტაპზე 1250 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა.

ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით საჯარო სკოლებში სულ 28 035 მოსწავლე ირიცხება.

რაც შეეხება კორონავირუსით პედაგოგთა ინფიცირების მაჩვენებელს, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში კორონავირუსი 800-მდე პედაგოგმა გადაიტანა.

ცნობისთვის, Covid-19-ზე მასწავლებლების ტესტირება ქუთაისში უკვე მე-2 დღეა მიმდინარეობს და ამ დრომდე არც ერთი მათგანის პასუხი დადებითი არ არის.

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური