GE

სკოლის უნიფორმების ყველაზე ელეგანტური კოლექცია Dolce & Gabbana-სგან

Dolce & Gabbana-ს მოდური დუეტი უკვე მერამდენედ ახერხებს ვირტუალურად დააბალანსოს თავისი ბრენდის დნმ-სა და სკოლის მკაცრი ფორმების ტანდემი. კლასიკური წითელი, ლურჯი და თეთრი, მკაცრი უჯრებიანი სამოსი და ნაცრისფერი ჟაკეტი, რაც მთავარია მათ ტანსაცმელში აქცენტები ღია ფერებზეა, რომელიც თავისთავად მოსწავლის ფორმას უფრო ახალისებს და რუტინული სამოსიდან ბავშვურ-ელეგანტურად აქცევს.

კაბები, სარაფანები, კუბოკრული ქვედაბოლოები, შარვალ-კოსტიუმი ბავშვებისთვის, ზურგჩანთები და პალტო – მკაცრი დედებისთვის დიდი არჩევანია.

როგორც ყოველთვის ყველა საბავშვო ტანსაცმლის კოლექცია ბავშვებისთვის სასიამოვნო მატერიისგან – ბამბისგან და აბრეშუმისგანაა დამზადებული.

Back to school ხაზის ნივთები 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა გათვლილი.

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური