,,ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ ახალ სასწავლო წელს“ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:
ძვირფასო სტუდენტებო,
გილოცავთ, ახალ 2021-2022 სასწავლო წელს, რომელიც კვლავ გამოწვევებით სავსე, პანდემიასთან ბრძოლის წელი იქნება. მიუხედავად ამისა, იმედია, დავძლევთ სირთულეებს და კიდევ ერთი წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდი შეემატება თქვენსა და უნივერსიტეტის ცხოვრებას.
განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკურსელებს. გვეამაყება, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩიეთ, გჯეროდეთ, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ კარგი განათლება მიიღოთ, შეიძინოთ უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევები, ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად, ამასთან ერთად კი, გულანთებულ მოქალაქეებად და თავდადებით ემსახუროთ საკუთარ ქვეყანას.
მშვიდობიან, საინტერესო, აკადემიური მიღწევებით სავსე სასწავლო წელს გისურვებთ!
პატივისცემით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორი, პროფესორი
როლანდ კოპალიანი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოთსა და ზუგდიდში საინფორმაციო-შემოქმედებითი ტურნე გამართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი