ალტე უნივერსიტეტს გრანადას უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
ალტე უნივერსიტეტს გრანადას უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგნასიო ჯ. ბლანკო ესტუმრა.
უნივერსიტეტის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროფესორი იგნასიო ჯ. ბლანკო დეტალურად გაეცნო ალტე უნივერსიტეტის ინგლისურენოვან პროგრამებს, სოციალურ აქტივობებსა და მიმდინარე პროექტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრს, რომლის კონცეფციაც წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილებას ეფუძნება და დიდი პოტენციალის მატარებელია.
სამუშაო შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ:
- ირმა გრძელიძე – ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით;
- თორნიკე ბაქაქური – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
- რუსო სანაძე – IT სკოლის დეკანი;
- ქეთევან ცხადაძე – სამართლისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი;
- ილია ბოცვაძე – ბიზნესის სკოლის დეკანი;
- გიორგი გაბისონია – მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი;
- ანა მაისურაძე – ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს: Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი შესაძლებლობები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები და საერთაშორისო კონფერენციები, რომლებიც ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს ახალ გლობალურ პერსპექტივებს სთავაზობს.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი