GE

ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე: ავიცერი იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება თავი დავიცვათ!

ცნობილი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფაიზერის ვაქცინით აიცრა. 95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

როგორც მზექალა შანიძე ამბობს, კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა და გამოსავალს ახლაც იმუნიზაციაში ხედავს.

“მე ავიცერი იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ თავი დავიცვათ აი ამ ამოდებული ავადმყოფობისგან. დღევანდელი კოვიდი ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისათვის ძალიან საშიშია”, – განაცხადა მზექალა შანიძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემები, რომელიც პედაგოგთა ვაქცინაციის მაჩვენებლებს ასახავს ასეთია:  სკოლის პერსონალი – მინიმუმ 1 დოზით აცრილი – 1100; სრული დოზით აცრილი -282; ვადა 15 მარტი – 1 აგვისტო.

„საჭიროა სამედიცინო პერსონალის, პედაგოგების, სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა“ – ქვეყნის მოსახლეობა დგას ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური