GE

ერთიანი ეროვნული გამოცდები მსოფლიო ბანკის გამოცემაში

ერთიან ეროვნულ გამოცდებს მსოფლიო ბანკი საქრთველოში გატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ რეფორმათა შორის ასახელებს.

მსოლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში 31 იანვარს გაიმართა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცალკე თავი ეძღვნება.

წიგნში, რომლის ავტორია მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი “ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა” ჰქვია და მასში მერვე თავი, “მისაღები გამოცდებიდან კორუფციის აღმოფხვრა” – მთლიანად ერთიან ეროვნულ გამოცდებს ეთმობა.

“ამ რეფორმამ უმაღლესი სასწავლებლებისკენ გზა გაუხსნა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ, ასევე ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ აბიტურიენტებს და საზოგადოების ნდობა პირველივე ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგვე მოიპოვა”, – ნათქვმია ასად ალამის წიგნში.
წიგნში, რომლის ონლაინ ვერსიაც უკვე გათავსდა მსოლფიო ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე, შესულია რვა საჯარო სამსახურის კვლევა, რომლებშიც ანტიკორუფციული ზომები განხორციელდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური