ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარების განრიგი ცნობილია – 2023-2024 სასწავლო წელი
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტესტირება (გარდა გერმანული ენისა) ჩატარდება ქ. თბილისის N122 საჯარო სკოლაში (მისამართი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქუჩა №42). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია.
I სესიაზე რეგისტრაცია – 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დროა 14:30 საათი; ტესტირება 15:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაციის დროს მონაწილემ უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.
დეტალური განრიგი:
8 მარტი
I სესია
ქართული ენა და ლიტერატურა (10-11-12 კლასები);
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის 10-11-12 კლასები).
II სესია
ბიოლოგია (10-11-12 კლასები);
რუსული ენა (10-11-12 კლასები).
10 მარტი
I სესია
ქიმია (10-11-12 კლასები);
ინგლისური ენა (10-11-12 კლასები).
II სესია
გეოგრაფია (10-11-12 კლასები).
11 მარტი
I სესია
ფიზიკა (10 კლასი);
ფიზიკა (11-12 კლასები);
ისტორია (10-11-12 კლასები).
II სესია
ფრანგული ენა (10-11-12 კლასები).
12 მარტი
I სესია
მათემატიკა (10 კლასი);
მათემატიკა (11-12 კლასები).
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი, მესამე ტურის ფარგლებში გერმანულ ენაში ტესტირება გოეთეს ინსტიტუტში (მის.: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. N16) 17 მარტს ჩატარდება. რეგისტრაცია დაიწყება 08:30 საათზე, ტესტირება კი 09:00 საათზე. ოლიმპიადას გერმანულ ენაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით გოეთეს ინსტიტუტი ატარებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს.
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი და სკოლების სია – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის