ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის განრიგი და მაქსიმალური ქულები გამოქვეყნდა
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 16 თებერვალს გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა საგნების განრიგი, ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო და მაქსიმალური ქულებიც.
“ტესტირება ჩატარდება ქ. თბილისის N122 საჯარო სკოლის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის N42). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია. I სესიაზე რეგისტრაცია – 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დრო 14:30 საათია, ტესტირების დაწყების დრო კი – 15:00 საათი. ეს არ ეხება რუსულ და გერმანულ ენებს. რუსულ ენაში რეგისტრაცია დაიწყება 12:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 13:00 საათზე. გერმანულ ენაში რეგისტრაციის დაწყების დროა 15:30 საათი, ხოლო გამოცდის – 16:00 საათი.
“რეგისტრაციის დროს მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია”, – ვკითხულობთ გამოცდების ცენტრის ინფორმაციაში.
ტესტირების განრიგი საგნების მიხედვით:
8 მარტი
I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
ფიზიკა.
II სესია – გეოგრაფია, ფრანგული ენა.
9 მარტი
I სესია – მათემატიკა, ისტორია;
II სესია – ბიოლოგია.
10 მარტი
I სესია – ინგლისური ენა, ქიმია;
13:00 საათზე – რუსული ენა;
16:00 საათზე – გერმანული ენა.
ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო
ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტების მაქსიმალური ქულები
გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების ვადები, დეტალური განრიგი და მაქსიმალური ქულები by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური საგრანტო ქულები ცნობილია by ამბები ზოგადი განათლებიდან
- ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი 1480-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა – აპელაციის სტატისტიკა by ამბები ზოგადი განათლებიდან