ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში 600 მოსწავლე მონაწილეობს – 2023-2024 სასწავლო წელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურს ატარებს. მესამე ტური 8 მარტს დაიწყო და თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. პირველი სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
შეფასებისა და განათლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობდა 26 300-ზე მეტი მოსწავლე. მათგან მეორე ტურში 7 000-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა, მესამე ტურში კი 600 მოსწავლე მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ასევე გამარჯვებული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში.
მესამე ტურის მიმდინარეობას დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი აკვირდებოდა.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი