GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია 2018 წლის შემოდგომისთვის მობილობას აცხადებს – პირობები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით მიიღებიან:

1 – სტუდენტები რომლებსაც 2018 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;

2 – რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის საფუძველი;

3 – რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – 15 მისაღები ადგილი
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა – 15 მისაღები ადგილი
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა – 15 მისაღები ადგილი

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონია: 577 39-01-94; 2 30-52-85.

კანდიდატების შესარჩევი ტური ჩატარდება 2018 წლის 20 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით (შესარჩევი ღონისძიებების განრიგი კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე დაზუსტდება მოგვიანებით)

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება 4 კომპონენტის შესაბამისად:

  • ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება;
  • ფსიქოლოგიური შერჩევა;
  • გასაუბრება;
  • სამედიცინო შემოწმება.
  • შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).

საბუთების ნუსხა:

  • განცხადება (ივსება აკადემიის მიმღებ კომისიაში);
  • ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ცალი;
  • ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ცალი;
  • (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის დედანი და ასლი – 3 ცალი);
  • პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ცალი;
  • დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ცალი;
  • დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სასწავლებლიდან) (დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  • ქორწინების/განქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;
  • ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილები, დედ-მამა, დედმამიშვილები) პირადობის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;
  • შვილების დაბადების მოწმობის ასლი(არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;
  • ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;
  • ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  • ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა. დედანი და ასლი ) – 2 ცალი;
  • ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანოსი, დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  • მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ცალი;
  • შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  • მიღებული სერტიფიკატების ასლი (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;
  • სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  • ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე – 6 ცალი;
  • CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი;
  • საქაღალდე (მუყაოს) – 2 ცალი.
  • შენიშვნა: კანდიდატი წინა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილ სტუდენტის პირად საქმეს წარმოადგენს მოგვიანებით.

ეროვნული თავდაცვის აკადემია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური