GE

ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით ზუგდიდში გამართული ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

14-15 ნოემბერს, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, ზუგდიდში მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰაკათონი – NASA Space Apps Challenge გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, წლევანდელი ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი – Junkers გახდა პროექტით – Astro Guard-AI (Health Monitoring Software for Astronauts). გამარჯვებულ მონაწილეებს ალტე უნივერსიტეტისგან ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. გუნდი კი საერთაშორისო შეჯიბრებისთვის მოემზადება.

გუნდის მიერ შექმნილი სისტემა კოსმოსური მისიების დროს ასტრონავტების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს.

წლევანდელი ჰაკათონის თემა The Next Frontier იყო. მონაწილეები მუშაობდნენ დედამიწისა და კოსმოსის კვლევასთან, ხელოვნურ ინტელექტთან, ასტროფიზიკასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაზე.

მონაწილე გუნდების პროექტები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა:

  • ხათუნა ელბაქიძე – აფილირებული პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • გიორგი კოხრეიძე – ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის მოწვეული ლექტორი;
  • შალვა მილორავა – ზუგდიდის ტექნოპარკის Fablab-ის წარმომადგენელი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური