GE

ალტე უნივერსიტეტი „პროფესიების რეგიონულ ტურნეს“ იწყებს – პირველი შეხვედრა 3 დეკემბერს, ზუგდიდში გაიმართება

ალტე უნივერსიტეტის „პროფესიების რეგიონული ტურნე“ იწყება.

უნივერსიტეტის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტურნეს ფარგლებში პირველი შეხვედრა 3 დეკემბერს, 13:00 საათზე, ზუგდიდში გაიმართება.

თუ ხარ X-XII კლასის მოსწავლე და ჯერ კიდევ არ იცი, რომელი პროფესია აირჩიო, შემოგვიერთდი პროფესიების ფორუმზე ზუგდიდის ტექნოპარკში.

ღონისძიებაზე გექნება შესაძლებლობა:

  • გაიგო მეტი შენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ;
  • შეხვდე ალტე უნივერსიტეტის დეკანებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციას;
  • გაეცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • მიიღო ინფორმაცია დაფინანსებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ალტე უნივერსიტეტში;
  • დაესწრო პროფ-ორიენტაციის ვორკშოპს და მიიღო პრაქტიკული რჩევები წარმატებული კარიერის დასაგეგმად.

რაც მთავარია, ფორუმის ბოლოს გექნება შესაძლებლობა, მოიგო ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საერთაშორისო კარიერული განვითარების ბანაკის საგზური! პროექტში მონაწილეობისათვის სამახსოვრო სერტიფიკატიც გადმოგეცემა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური