GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია მორიგ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლებს

2021 წლის 23 ივნისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტარდება სტუდენტური კონფერენცია ,,უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური კონფერენცია 2021 წლის აქტუალურ საკითხებზე”.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 ივნისამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge

ნაშრომის შესრულების სტანდარტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: აბსტრაქტის შესრულების წესი (მოცულობა, ენა); ნაშრომის ენა, მოცულობა, სტრუქტურა და სხვა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ნაშრომის შესრულების სტანდარტი.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური