გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე მღებრიშვილი საქმიანი ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდა
8-12 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი და რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი საქმიანი ვიზიტით ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში იმყოფებოდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივის ხელმძღვანელს, დონ ფლავიო ბელუომინსა და არქივისტ ვალენტინა კარახანიანს შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ დასრულებულ პროექტს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა“ და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივში არსებულ საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტების შემცველი ოთხი ტომის რესტავრაციასა და კონსერვაციასთან.
შეხვედრას საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან, ბატონი დავით მექვაბიშვილი და ა(ა)იპ – თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი, ბატონი ლევან ბექაია ესწრებოდნენ.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი