GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ინფრასტრუქტურას და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში. ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოსწავლეებს საპატიო სადილზე უმასპინძლა.

მოზარდებმა სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და შემეცნებით კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საცეცხლე მომზადების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები, ასევე სიმულაციური სროლები. ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები ინტელექტუალურ თამაშში – “რა? სად? როდის?” გამოსცადეს. აკადემიაში სტუმრობის ფარგლებში, მოზარდებმა მოინახულეს სოფელ შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალი, ასევე იმყოფებოდნენ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ჰქონდათ შთამბეჭდავი ერთდღიანი საველე გასვლა ატენის ხეობაში.

მოსწავლეების ეთა-ში სტუმრობა მიზნად ისახავს აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური