GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიას „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიას გაცნობითი სახის ვიზიტით „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ ტყიბულის რაზმის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ახალგაზრდებს აკადემიის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მანუჩარ დავითურმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გაცნობითი სახის შეხვედრა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სადაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიაში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრეს აკადემიაში სწავლის პრიორიტეტებზე და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, იუნკერთა საცხოვრებლები, სასწავლო კაბინეტები, სამუზეუმო სივრცე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები და სპორტული დარბაზები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური