ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წელს ჩარიცხული პირველკურსელები სწავლას 24 სექტემბრიდან დაიწყებენ
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/09/tavdacvisakademia-458x257.jpg)
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირველი სასწავლო კურსის მიღება განხორციელდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების და აკადემიის შიდა ტურების წარმატებით გავლის შემდეგ აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე 109 იუნკერი ჩაირიცხა.
აკადემიაში მოსვლისთანავე პირველკურსელებმა, მშობლების თანდასწრებით, ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთანამშრობლობის ხელშეკრულებას და გაეცნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მოქმედ წესებსა და რეგულაციებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველკურსელების აკადემიაში ადაპტაციის პროცესი. განხორციელდა მათი სახცოვრებელ კორპუსში განთავსება, შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობით დაკომპლექტება, აქტიურად მიმდინარეობს აკადემიის ინფრასტრუქტურისა და აკადემიის შტაბის სამსახურების ფუნქცია მოვალეობების გაცნობა.
24 სექტემბრიდან პირველკურსელებისთვის დაიწყება საწყისი საბრძოლო მომზადების 5 კვირიანი კურსი, რომლის დასრულების შემდეგ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში საბაკალავრო პროგრამებზე.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია