GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 15 გუნდი იღებდა.

ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა და გუნდებს წარმატება უსურვა.

ინტელექტუალურ თამაშში აკადემიის გუნდებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სასულიერო სემინარიის და ქ. გორის მერიის გუნდები.

დაძაბული თამაშის შედეგად გამარჯვებული იუნკერთა სასწავლო ბატალიონის III კურსის გუნდი გახდა. საპატიო მეორე ადგილი დაიკავა ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მმართველობის გუნდი. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული ხარისხის სამსახურის ექსპერტს თამარ რემიშვილს მიენიჭა.

გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ გადასცა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური