GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების ვიზიტი გრძელდება

საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, ეროვნული თავდაცვის აკადემია სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხ კადეტს მასპინძლობს. ფრანგი კადეტების ვიზიტის მიზანს უცხო ენებში უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს.

გაცნობითი სახის შეხვედრაზე სტუმრებს აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე აკადემიის შესახებ ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, კადეტებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა აკადემიური, სპორტული და კულტურული ღონისძიება. ისინი ესტუმრებიან გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, გორიჯვარს და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს.

მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური