„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა აღიარებულია დიდი ბრიტანეთის სამედიცინო საბჭოს მიერ
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის (ერთსაფეხურიანი) საგანმანათლებლო პროგრამა ოფიციალურად შეფასდა დიდი ბრიტანეთის სამედიცინო საბჭოს (General Medical Council – GMC) მიერ და აღიარებულ იქნა, როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების მიმწოდებელი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო სკოლების სტანდარტებთან.
უნივერსიტეტის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, GMC-ის ექსპერტთა მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი შეფასება „ევროპის უნივერსიტეტში“ 2025 წლის ნოემბერში განხორციელდა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა შეაფასეს უნივერსიტეტის აკადემიური და კლინიკური რესურსები. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და საუნივერსიტეტო კლინიკა, გამართეს სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან და სტუდენტებთან.
ვიზიტის მიმდინარეობისას, პროგრამა და შიდასაუნივერსიტეტო მარეგულირებელი დოკუმენტაციაც შეფასდა.
ზემოაღნიშნული შეფასების შედეგად, GMC-იმ დაადგინა, რომ პროგრამა სრულად აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ევროპის უნივერსიტეტის“ სწრაფვას სამედიცინო განათლების უწყვეტი განვითარებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური შეჯიბრის ფინალისტები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
პირველად საქართველოში, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები პრეისტორიული ქვის იარაღის ექსპერიმენტულ რეპლიკაციას იწყებენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია
by ევროპის უნივერსიტეტი