GE

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში კახეთში გასვლითი ტური მოეწყო.

უნივერსიტეტის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი სტუდენტებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, გუნდურობის გაძლიერება და საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან ადაპტაციის პროცესის გამარტივება იყო.

ტური ქართული ტრადიციების გაცნობას ემსახურებოდა. სტუდენტები გაეცნენ საქართველოში მეღვინეობის ისტორიას, მიიღეს მონაწილეობა რთველში და ტრადიციულ საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში, რითაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის შესახებ პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში ერთიანობის განცდის ჩამოყალიბებას, მეგობრული გარემოს შექმნასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური