„ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა ფრენბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
18-25 სექტემბერს ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა ფრენბურთის გუნდები.
უნივერსიტეტის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალთა ჩემპიონატში EU ფრენბურთის გოგონათა ორი გუნდი მონაწილეობდა. „ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა პირველმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
გუნდის წევრები მარიამ მუყასაშვილი და ირინა ჭელიძე ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს.
„ევროპის უნივერსიტეტი“ ულოცავს გოგონათა ფრენბურთის გუნდს ამ წარმატებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გენერალურ პროკურატურას ესტუმრნენ
by ევროპის უნივერსიტეტი