„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 50-ე კონგრესზე კვლევის შედეგები წარადგინეს
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 50-ე საიუბილეო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ჩატარებული კვლევების შედეგები წარადგინეს.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 24 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის, სოფიო სამხარაძის მოხსენება მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის გამოყენებას, პირის ღრუსა და ზოგად ჯანმრთელობაზე მათი მავნე ზეგავლენის შესახებ ცნობადობას ეხებოდა.
პროგრამის თანახელმძღვანელის, მარიკა ზურმუხტაშვილის კვლევაში კი განხილული იყო კლინიკური სემესტრის სტუდენტების მიერ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები და გამოწვევები.
კონგრესის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე სტომატოლოგიური განათლებისათვის აუცილებელი სიმულატორები, აპარატურა და კომპიუტერული პროგრამები.
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები პარტნიორ კომპანია Immersify-ს შეხვდნენ და თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური შეჯიბრის ფინალისტები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
პირველად საქართველოში, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები პრეისტორიული ქვის იარაღის ექსპერიმენტულ რეპლიკაციას იწყებენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია
by ევროპის უნივერსიტეტი