ინფორმაცია სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის და სიები – გამოცდები 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) დღეს, 23 ივნისს, აქვეყნებს იმ გამოსაცდელთა სიას, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი.
NAEC ასევე აქვეყნებს იმ პირთა სიასაც, ვისაც გამოცდებზე სპეციალური პირობების შექმნაზე უარი ეთქვა.
გამოსაცდელებს შეუძლიათ საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით გადაამოწმონ, დაკმაყოფილდა თუ არა მათი მოთხოვნა.
იხილეთ:
2026 წლის გამოცდებზე სპეციალური პირობების უფლებით მოსარგებლე გამოსაცდელთა სია
გამოსაცდელთა სია, რომლებსაც უარი ეთქვათ 2026 წლის გამოცდებზე სპეციალური პირობების შექმნაზე
„გამოსაცდელთა მოთხოვნებს ინდივიდუალურად განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. გადაწყვეტილება მიიღება გამოსაცდელების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით, 2026 წელს ჩარიცხულთა რანჟირებული სია გამოაქვეყნა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე