„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია, თემაზე – „როგორ გავხდე ადვოკატი“ გაიმართა
23 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, თემაზე – „როგორ გავხდე ადვოკატი“ საჯარო ლექცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა გახსნა. საჯარო ლექციას კი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი ირაკლი ყანდაშვილი უძღვებოდა.
მომხსენებელმა მონაწილეებს ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული განვითარების ეტაპები, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მნიშვნელობა, ეთიკური სტანდარტები და ის პრაქტიკული უნარები გააცნო, რომლებიც იურისტისთვის წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიასთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს გაცნობოდნენ.
შეხვედრას ასევე, „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი რაულ ქირია, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე დაესწრნენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ვენაში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი