„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ (გერმანია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 21 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმება სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ასევე, სწავლების პროცესისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვა აკადემიურ თუ კვლევით აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობა.
აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას.
თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ინსტიტუციურ კავშირებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, ხელს შეუწყობს თანამედროვე და ინოვაციური პრაქტიკების მიმოცვლას და რელევანტური სასწავლო და კვლევითი მიმართულებების განვითარებას ორივე უნივერსიტეტში.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი