„ევროპის უნივერსიტეტში“, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ტრენინგი გაიმართა
26 იანვარს, „ევროპის უნივერსიტეტში“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პარტნიორობით, „ინგლისურის როგორც უცხოური/მეორე ენის სწავლების სპეციფიკის შესახებ“ ტრენინგი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგს აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის სპეციალისტი მაიქლ ვესიო უძღვებოდა.
ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრის მიზანი მონაწილეთა სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარება და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესება იყო.
მაიქლ ვესიოს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება განათლების ლიდერობის, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით.
მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაფუძნებული შეხვედრაზე თანამშრომლობითი სწავლების კონკრეტულ სტრატეგიებს გაეცნენ, ჩაერთნენ ინტერაქტიულ აქტივობებში, დისკუსიაში და სხვადასხვა უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ სავარჯიშოში, რაც მათ მოგვიანებით შეუძლიათ, საკუთარ პრაქტიკაში დანერგონ.
ტრენინგის სპეციფიკა:
- სწავლების პრაქტიკული მეთოდები და გაკვეთილის დაგეგმვის ეფექტური სტრატეგიები;
- სასწავლო ტექნოლოგიები და ციფრული საშუალებები განათლებაში;
- ინტერაქტიული დავალებები და პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა;
- პრაქტიკული გამოცდილება, რაც მონაწილეებმა შეიძლება პრაქტიკაში დანერგონ.
სამუშაო შეხვედრას როგორც ინგლისურის, ისე ქართულის, როგორც უცხოური ენის, პედაგოგები ესწრებოდნენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი