GE

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი მობილობით გადასულ სტუდენტებს უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს. სტუდენტები, რომლებიც მობილობით გადავლენ ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში აკრედიტირებულ საგანამანათლებლო პროგრამებზე, მიიღებენ10%-იან ფასდაკლება სწავლის გადასახადზე.

უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეღავათი მოქმედებს 4 წლის განმავლობაში. ასევე მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის მოქმედებს უნივერსიტეტში არსებული ყველა შეღავათი და სერვისი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მოიცავს შიდა საუნივერსიტეტო გრანტებს, სახელობით სტიპენდიებს, სოციალური დახმარების პროგრამებს და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის სტიპენდიებს.

მობილობა შესაძლებელია შემდეგ აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლოპროგრამებზე:

ბაკალავრიატი

  • სამართლი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა);
  • საჯარო მმართველობა;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ტურიზმი;
  • ეკოლოგია (გარემოს დაცვა);
  • ფარმაცია;
  • აგრონომია;

მაგისტრატურა

  • ფარმაციის მენეჯმენტი და მარკეტინგი;
  • აგრობიზნესის მენეჯმენტი;
  • სატყეო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები;
  • ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი;
  • საფინანსო საბანკო საქმე;

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე students.eqe.ge რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 18 იანვრიდან 1-ლ თებერვლის 18:00 საათამდე.

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში 2017-2018 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტების საბუთების მიღება იწარმოებს 18 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური