ფოტოგამოფენა “მდინარე მაშავერას აუზის ეკოლოგიური მდგომარეობა”
დღეს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო-საინფორმაციო ფოტოგამოფენა გაიმართება. გამოფენაზე 55-მდე ფოტო იქნება წარმოდგენილი, რომელიც მდინარე მაშავერას აუზის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულ ლანდშაფტს ასახავს.
გამოფენა თსუ და გისენის (გერმანიის) უნივერსიტეტის ერთობლივი პოექტის “სარწყავი ნიადაგების გაჭუჭყიანება მძიმე მეტალებით მდ. მაშავერას აუზში – სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველო” ფარგლებში გაიმართება. პროექტის დამფინანსებელია ფოლკსვაგენის ფონდი.
გამოფენა სტუდენტებს, ეკოლოგიური პრობლემებით დაკავებულ მეცნიერ-მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას დააინტერესებს.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გადაღებული 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “მდ. მაშავერას აუზის ეკოლოგიური მდგომარეობა,” რომელშიც განხილულია პრობლემები და მოცემულია მათი გადაჭრის გზები.
გამოფენა 27 მარტამდე გასტანს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი