გაიზარდა სფეროების ჩამონათვალი, რომლებზე სწავლაც ელექტრონულად იქნება დაშვებული
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, გაიზარდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული.
კერძოდ, უკვე დამტკიცებულ ამ ჩამონათვალს დაემატა სხვა სფეროებიც:
„სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული“ (დანართი №1) მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ფართო სფეროს სვეტში კოდი „10 მომსახურებების“ დაემატოს ვიწრო სფერო „103 უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები“, ხოლო დეტალური სფეროების ჩამონათვალს დაემატოს „1031 სამხედრო საქმე და თავდაცვა“, შემდეგი სწავლის სფეროებით: „1031.1.1 თავდაცვა და უსაფრთხოება“, „1031.1.2 სამხედრო მეცნიერება“ და „1031.2.1 თავდაცვის ანალიზი“.
მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
რას ისწავლით საქართველოში დისტანციურად მაგისტრატურის საფეხურზე და არამხოლოდ – ჩამონათვალი
ამავე თემაზე:
-
რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
by განათლებული ბლოგი
-
„სად იყო აბიტურიენტების ისტორიის ტესტებში „ხაფანგები“ – დავალებების ანალიზი პროფესიული თვალით
by განათლებული ბლოგი
-
VII–XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – სპეციალისტის მითითებები გამოსაცდელებს
by ARIS.GE-განათლება