უჰაერობის გამო, გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტი გოგონა შეუძლოდ გახდა
2 ივლისის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი გოგონა შეუძლოდ გახდა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გოგონას დახმარება შიდა ტერიტორიაზე განთავსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს. აბიტურიენტს უჰაერობა ჰქონდა. ექიმებმა სატელეფონო კონსულტაცია გაიარეს და გადაწყდა, რომ გოგონა ტესტზე მუშაობას გააგრძელებს.
ის ამ წუთებში უკვე დაუბრუნდა საგამოცდო სექტორს. ცნობისთვის, ასეთ დროს აბიტურიენტს საგამოცდო დროსაც უმატებენ.
![]() |
დღეს 2021 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდა დღესაც ორ სესიად წარიმართება.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება
