პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
საქართველოს პარლამენტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განმეორებით ავალებს, უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გარდამავალი დებულებების შესაბამისი სამუშაოები 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა, თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, 24 სექტემბრის მდგომარეობით, შესრულებული არ არის.
უფრო კონკრეტულად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დავალება ასეთი იყო:
1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უზრუნველყოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობა.
კომიტეტის 15 სექტემბრის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის მომზადებისა და გამოცემის მიზნით.
2. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უზრუნველყოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობა.
კომიტეტის 15 სექტემბრის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის მომზადებისა და გამოცემის მიზნით.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა პარლამენტის მიმდინარე მოწვევაში და ჯერ არ შესრულებულა.
ასევე იხილეთ:
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
