ოქროსა და ვერცხლის მედლებს ბოლო ორი სასწავლო წლის 15 ათასამდე კურსდამთავრებული ელოდება – რას პასუხობს „საგანმანათლებლო რესურსები“ EDU.ARIS.GE-ს
2024-2025 და 2025-2026 სასწავლო წლების 15 ათასამდე წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები ამ დრომდე არ მიუღია.
როგორც EDU.ARIS.GE-ს მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წელს დაგეგმილია შესაბამისი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვა, თუმცა როდის მიიღებენ წარჩინებული სკოლადამთავრებულები კუთვნილ ჯილდოს, ვერ გვიკონკრეტებენ.
ციფრები კი მრავლისმთქმელია: მიმდინარე წლის ბოლომდე, განათლების სამინისტროს შპს-მ 2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის 5 629 ოქროს (მოოქროვილი) და 962 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის 6 853 ოქროს (მოოქროვილი) და 1 447 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი უნდა შეისყიდოს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოქროსა და ვერცხლის მედლების შერჩევა-შეფასების პროცედურები“, – გვწერს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ 1-ელ ოქტომბერს მოწოდებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
თუ თქვენი მოსწავლე მედალოსანია, ეს უნდა იცოდეთ – ინფორმაცია EMIS-სგან
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება