კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტურისტულ კომპანია Chardins Voyages-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია უნივერსიტეტსა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობის გაძლიერება, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და ერთობლივი საგანმანათლებლო თუ პრაქტიკული პროექტების განხორციელება.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და კომპანია Chardins Voyages-ის ხელმძღვანელმა, მალხაზ დარბაიძემ მოაწერეს. შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში თანამედროვე პროფესიული კომპეტენციების განვითარების, თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან ინტეგრაციისა და სტუდენტების ინდუსტრიულ გარემოში ჩართულობის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური სექტორისა და ტურიზმის ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოიყენონ და ტურისტული კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას სიღრმისეულად გაეცნონ.
-
CIU-ში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზმა მადრიდის რეალის კემპს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი