რა პოზიციები აქვთ ქართულ უნივერსიტეტებს THE-ის თანახმად – მსოფლიო უნივერსიტეტების 2027 წლის რეიტინგი გამოქვეყნდა
დღეს, 30 სექტემბერს, ბრიტანული გამოცემა Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) გამოქვეყნდა.
რეიტინგის ფარგლებში მსოფლიოს 118 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან სულ 2 297 უმაღლესი სასწავლებელი ამ მეთოდოლოგიით შეფასდა.
რეიტინგის პირველ ადგილზე ზედიზედ 11 წელია ოქსფორდის უნივერსიტეტია, თუმცა ის მინიმალურად უსწრებს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტს.
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპ-5 (THE WUR 2027):
1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (University of Oxford) – დიდი ბრიტანეთი;
2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) – აშშ;
3. პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University) – აშშ;
4. სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) – აშშ;
5. კემბრიჯის უნივერსიტეტი (University of Cambridge) – დიდი ბრიტანეთი.
როგორც გამოცემა Times Higher Education (THE) წერს, გლობალურ ტენდენციებში წელს მკვეთრად იგრძნობა აზიური უნივერსიტეტების პოზიციების გაძლიერება, მაშინ როდესაც ევროპული და დასავლური ინსტიტუტების ნაწილის მაჩვენებლები ოდნავ შემცირდა.
ჩინეთის ცინგხუას (Tsinghua University) უნივერსიტეტმა გადაასწრო შვეიცარიის ETH Zurich-ს და მე-11 ადგილზე გავიდა და ცოტა დააკლდა, რომ ათეულში არ მოხვდა.
THE-ის ოფიციალურ ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ როდესაც აშშ-სა და ბრიტანეთის საშუალო მაჩვენებლები იკლებს სხვადასხვა კრიტერიუმით (მაგალითად, კვლევის ხარისხითა და დაფინანსებით), ჩინეთის, სინგაპურისა და ჰონგ-კონგის ერთობლივი პროგრესი და ზრდის ტემპი იმდენად მაღალია, რომ ისინი პრაქტიკულად ეწევიან დასავლურ გიგანტებს.
როგორია საქართველოს შედეგები და მაჩვენებლები (THE WUR 2027):
საქართველოდან Times Higher Education (THE) World University Rankings 2027-ში ძირიდად რეიტინგში მოხვდა 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო 5-მა Reporter-ის სტატუსი მიიღო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა (სიაში მოხვედრილ 1401 – 1600 უნივერსიტეტიდან), ხოლო საქართველოს ტექნიკურმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა სიაში მოხვედრილთაგან 2001+ პოზიცია დაიკავეს.
ძირითად რეიტინგში მოხვედრილი უნივერსიტეტები საქართველოდან:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (Ilia State University) – სიაში მოხვედრილ 1401–1600 ჩამონათვალს შორისაა (ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი);
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU) – სიაში მოხვედრილ 2001+ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც (GTU) 2001+-შორისაა.
„რეპორტიორის“ (Reporter) სტატუსის მქონე უნივერსიტეტები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათი სტატუსის გამოქვეყნებაზე. Times Higher Education-ის თანახმად, ეს სასწავლებლები მონაწილეობდნენ რეიტინგში და მიაწოდეს მონაცემები, თუმცა ძირითად ცხრილში ადგილის მოსაპოვებლად ზოგიერთი კრიტერიუმი ჯერ კიდევ დასახვეწი აქვთ:
- ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი;
- ევროპის უნივერსიტეტი;
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
მსგავსი სტატუსი სხვა ქართულმა უნივერსიტეტებმაც მიიღეს, თუმცა სტატუსის სავარაუდოდ გამოქვეყნება არ მოისურვეს.
ასევე იხილეთ:
რამდენი იქნება უნივერსიტეტების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება? – ინტერვიუ თამარ სანიკიძესთან
-
სწავლის შედეგი მიღწეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოსწავლეს ეს შეუძლია – რას ადგენს განახლებული ესგ
by ARIS.GE-განათლება
-
პედაგოგები მასწავლებლის წიგნებს ითხოვენ, „საგანმანათლებლო რესურსები“ კი ამბობს, რომ ასეთი პრობლემა არ არსებობს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ გაიწერა წამყვანი მასწავლებლის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციები სკოლაში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის
by ARIS.GE-განათლება