გამოცხადდა მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის – 2023-2024 სასწავლო წელი
24 ოქტომბრიდან დაიწყო რეგისტრაცია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. ეს პროცესი 14 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციისათვის ცენტრმა შექმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.
რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
“ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის 18:00 საათამდე. ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან, რომლის შესახებაც დეტალური ინსტრუქცია წინასწარ გამოქვეყნდება”, – განმარტებულია გამოცდების ცენტრის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი