GE

გამოკითხულთა 27% დანაზოგს შვილების განათლებისთვის ინახავს – NDI-ს კვლევა

NDI-ს ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტი ოდენობით დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში აქვს გაკეთებული -43%. კითხვაზე რისთვის გამოიყენებენ ამ დანაზოგს, გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა 31%  უძრავი ქონების შესყიდვას ასახელებს (ვიყიდდი ბინას, სახლს, მიწას და ა.შ).

ამ ჩამონათვალში მეორე ადგილზეა განათლების სფერო, გამოკითხულთა 27% პასუხობს, რომ დანაზოგს შეინახავდა შვილების განათლებისთვის.

მესამე ადგილზეა საყოფაცხოვრებო ნივთების, ან ტექნიკის შესყიდვაა – 19%.

სამედიცინო ხარჯებისთვის დანაზოგს გამოკითხულთა 18% შეინახავდა, 17% დააბანდებდა ბიზნესში, ასევე 17% კი – შავი დღისთვის შეინახავდა. შვებულებაზე, მოგზაურობაზე დანაზოგის დახარჯვას გამოკითხულთა 10% მიმართავდა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13- დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. სულ გამოკითხულია 2132 ადამიანი.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური