გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები და გასაჩივრების ინსტრუქცია – 2023-2024 სასწავლო წელი
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგებისა და აპელაციის შესახებ ინფორმაციას დღეს, 2 თებერვალს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგის ნახვა მონაწილეს შეუძლია ვებგვერდზე online.naec.ge. ამისათვის მან სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი. საკუთარი მოსწავლეების შედეგების ნახვა ასევე შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
მონაწილე შედეგების გვერდზე ქულასთან ერთად დაინახავს თავისი ნაშრომის ასლს. თუ ის არ ეთანხმება შეფასებას, შეუძლია დაწეროს საპრეტენზიო განაცხადი 5 თებერვლის 09:00 საათიდან 6 თებერვლის 18:00 საათამდე.
“ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში მათ გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.
მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით
მეორე ტურის ტესტები და სწორი პასუხები
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მონაწილეს შორის. მომდევნო ტურში გადამსვლელი ქულები განისაზღვრება აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი