გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის აპელაციის შედეგები და გამარჯვებულთა დასახელების დრო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 31 მარტს, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის აპელაციის შედეგებს აქვეყნებს.
NAEC-ის განმარტებით, შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).
ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგული სიები კი, გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი