გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები – 2024-2025 სასწავლო წელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 10 დეკემბერს 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების ნახვა შეუძლია ოლიმპიადაში ჩართული სკოლების ადმინისტრაციას ამ ბმულის საშუალებით (შედეგების სანახავად პირველ ველში უნდა შეიყვანოთ სკოლის ოთხნიშნა, ხოლო მეორე ველში ცხრანიშნა კოდი). ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ ადგილას მოხვდა რეიტინგულ სიაში, მოსწავლეს საკუთარი სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.
პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).
მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულები
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურის საბოლოო შედეგები და რეიტინგული სია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
by აბიტურიენტებისათვის
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე