გამოქვეყნდა სკოლის ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, პროცედურები და საფასურები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 10 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტავს, რომ დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, პროცედურები და საფასურები.
„ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“. ცვლილებების თანხმად, სრულად შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, განახლდა პროცედურები და საფასურები“, – აცხადებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
წარმოდგენილი ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საკანონმდებლო მაცნეზე 10 იანვარს გამოქვეყნებულ ცვლილებებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, ის გამოქვეყნებისთანავე მოქმედებს და განმარტებულია, რომ ბრძანება უნდა გავრცელდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
-
12 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი 1-5 სექტემბერს უწევთ – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
ავტორიზაციის საბჭო 11 სკოლის საკითხს განიხილავს – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
14 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი უწევთ – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი