განათლების მინისტრს სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტი ეყოლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად მაია მენაღარიშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 4 მაისს გაავრცელა.
მაია მენაღარიშვილს სახელმწიფო ენის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელობდა სარედაქციო დეპარტამენტს, ბოლო წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას – კურირებდა სახელმწიფო ენის მიმართულებას.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო