ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის დღეს, 31 ოქტომბერს, განმარტებას აკეთებს:
“საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს – ხელმძღვანელის თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს.
რაც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაიცემა.
საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) პარალელურად შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს კერძო სექტორში მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით. თანხმობას ამ ერთწლიანი ვადა აქვს.
თანხმობების გაცემაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში მიიღება და მისი გასაჩივრება კანონის მოქმედებას არ აჩერებს”, – წერია გივი მიქანაძის უწყების ინფორმაციაში.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებს ჩინეთში განთავსებული სამკერვალოსგან შეიძენს“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ღირებულებით განათლებას კიდევ 129 სასულიერო პირი ასწავლის – სკოლებში 175 კლუბი უკვე ფუნქციონირებს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო