GE

განათლების ხარისხის ცენტრმა თერთმეტ მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებაზე უარი უთხრა

არასამთავრობო ორგანიზაციამ “უფლებები საქართველო” 299 ქართველი მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სხვა მონაცემები შეისწავლა.

კვლევის მიხედვით, მათგან თერთმეტ მოსამართლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა და და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე, უარი უთხრა.

მსგავსი უარი მიიღეს მოსამართლეებმა მაკა გველესიანმა, ლევან გელოვანმა, ინდირა მაშანეიშვილმა, დავით ნარიმანიშვილმა, მადონა მაისურაძემ, არარატ ესოიანმა, მაია გიგაურმა, ნინო ბუაჩიძემ, ანაიტ ოგანესიანმა, დავით სვანაძემ და მაკა ჭედიამ.

11 მოსამართლიდან 5-ის შემთხვევაში განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული 3 კვლევა მოიცავს მოსამართლეების განათლების ხარისხის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მოსამართლეების ფინანსური დეკლარაციების, ქონებრივი მდგომარეობის ანალიზს და მოსამართლეთა ქცევას სოციალურ მედიაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური