GE

ღია კარის დღეები მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბი საჯარო და კერძო სკოლის VIII-XII კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის აწყობს ღია კარის დღეებს: “როგორ მუშაობს ფაბლაბი?”

პროექტის მიზანია, დაინტერესებულ ადამიანებს გააცნოს ინფორმაცია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებისა და მასში განთავსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების შესახებ:

მონაწილეებისთვის ფაბლაბის წარმომადგენლები ჩაატარებენ ვორკშოპებს შემდეგ თემებზე:

– ფაბლაბის მუშაობის პრინციპი;
– 3D დიზაინი და 3D ბეჭდვა;
– ლაზერული მჭრელის მუშაობის პრინციპი;
– პროგრამირებადი მოწყობილობები;
– რობოტები;
– ვირტუალური და დამატებითი რეალობა;
– ჰოლოგრამა;
– მომავლის ტექნოლოგიები.

მოსწავლეები გაეცნობიან ფაბლაბში დამზადებულ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს, მიიღებენ მონაწილეობას პროექტების აწყობაში საკუთარი ხელით დაამზადებენ მოდელებს.

დაინტერესების შემთხვევაში საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია დავიზიტისთვის სასურველი თარიღის მითითება.

გაიარე რეგისტრაცია

პროექტში მონაწილეობა უფასოა!

გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ფაბლაბში!

მისამართი: ქ. ქუთაისი/თამარ მეფის 59/ ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის პირველი სართული.

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ჩაჩუა- ფაბლაბის მენეჯერი ტელ: 593 14 19 45
თეიმურაზ სახელაშვილი – ტექნიკური ექსპერტი, ტელ: 593 25 25 07.
ირაკლი ჩიხლაძე- დიზაინერი, ტელ: 598 29 29 59

ჩვენი Facebook გვერდი

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური