გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იქნება – ცვლილება მინისტრთა კაბინეტში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება. მმართველი პარტიიდან გამოსული წინასწარი ინფორმაციით, გიორგი ამილახვარს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 20 მარტს წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.
გიორგი ამილახვარი დღემდე საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერემის კომიტეტს ხელმძღვანელობს. მინისტრის პოსტზე ის ორგზის განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ჩაანაცვლებს.
მიხეილ ჩხენკელის განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას EDU.ARIS.GE ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცდილობდა, თუმცა, 17 მარტს, სამინისტროში ეს ინფორმაცია უარყვეს.
გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.
განათლება:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.
სამართლის დოქტორი.
სამუშაო გამოცდილება:
2018 – 2019 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2010 – 2020 წლებში – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
2008 – 2010 წლებში – ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში – „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი;
2007 – 2008 წლებში იყო მთავარი სპეციალიტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
ასევე იხილეთ:
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი