GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ვროპული კულტურული ტურიზმის ქსელის წევრია

2023 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN) წევრი, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ერთადერთი პანევროპული საერთაშორისო ასოციაციაა. ის დაარსდა 2009 წელს ბრიუსელში და დარეგისტრირებულია ბელგიური კანონმდებლობის მიხედვით.

GRUNI-ს მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ცნობით, ECTN ამჟამად აერთიანებს 19 ქვეყნის 29 წევრს. მისი წევრები არიან სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები.

ორგანიზაციის ძირითადი მიზანია კვლევა, ტრენინგები, გამოცდილების გაზიარება და ა. შ. ტურიზმისა და კულტურის დასაკავშირებლად.

ECTN თავს უყრის კულტურული ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ ევროპის სხვადასხვა რეგიონში. ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებასა და ინფორმაციას კვლევის საუკეთესო მეთოდების შესახებ და შეიმუშავებ ინოვაციებს.

წევრებს შესაძლებლობა აქვთ:

  • მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებში;
  • სტიმულირება გაუწიონ საკუთარ რეგიონს ევროპის ქვეყნებში;
  • ისწავლონ საუკეთესო მაგალითებით;
  • იმუშაონ სხვა წევრებთან ერთად პროექტებში;
  • მიიღონ ინფორმაცია;
  • მონაწილეობა მიიღონ გაცვლით ვიზიტებში.

ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი მოიცავს სამ სამუშაო ჯგუფს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საბჭოსა და დირექტორების წინაშე:

  • კვლევითი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი), მუშაობს როგორც კვლევებზე რეგიონულ ეკონომიკაში, ისე შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტიმულირებაზე, კულტურული ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით.
  • პრაქტიკოსთა ჯგუფი, სიბიუს ოლქის ტურიზმის ასოციაციის (რუმინეთი) ხელმძღვანელობით, საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შემუშავებაზე კულტურული ტურისტული მიმართულებების დაგეგმვისა და მართვის გასაუმჯობესებლად.
  • პოლიტიკის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ცენტრალური მაკედონიის რეგიონი (საბერძნეთი), მკვლევართა და პრაქტიკოსთა ჯგუფი, რათა ზეგავლენა მოახდინოს რეგიონულ პოლიტიკაზე.

ორგანიზაციის ვებგვერდი

წევრები

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური